Sunday, November 1, 2015
მეცხრე ტრენინგდღის რეფლექსია
ტრენინგის ბოლო დღეს ჯგუფის მონაწილეებმა ვაჩვენეთ ერთმანეთს ჩვენი პროექტები,გავუზიარეთ გამოცდილება და შთაბეჭდილებები,დავეხმარეთ ერთმანეთს.გადავავლეთ კიდევ ერთხელ თვალი ჩვენ ნამუშევრებს და ავტვირთეთ ჩვენი ნამუშევრები ჩვენ ბლოგზე.ტრენინგმა ძალიან კარგი და სასარგებლო ცოდნა შემძინა ,დამაახლოვა სხვა სკოლის პედაგოგებთან .ტრენერის შრომისუნარიანობა,მონდომება და ცოდნა ყველასთვის გადამდები იყო და იმედს ვიტოვებ რომ მომავალში ახალი გამოცდილებით და იდეებით კვლავ შევხვდებით ბატონ გიორგის.
მერვე ტრენინგდღის რეფლექსია
მიმდინარე ტრენინგდღეს გავაგრძელე მუშაობა სასწავლო პროექტის გეგმაზე.გეგმაში შევიტანე ის საბაზისო უნარ-ჩვევები,რომელსაც უნდა ფლობდეს მოსწავლეები.აგრეთვე ავღწერე ის სასწავლო პროცედურები,რომელთა განხორციელებაა საჭირო,როგორც პროექტის დაწყებამდე ,ისე მიმდინარეობისას.ამ სასწავლო აქტივობების განხორციელება ხელს შეუწყობს პროექტის წარმატებით განხორციელებას.პროექტის გეგმაში გავითვალისწინე აგრეთვე მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებები და შევუსაბამე აქტივობები.
მეშვიდე ტრენინგდღის რეფლექსია
ტრენინგდღეს მოვირგე მოსწავლის როლი და მოვამზადე მოსწავლის მიერ შექმნილი სავარაულო ნაშრომის ნიმუში,რომელიც გავუზიარე ჯგუფის წევრებს.გადავამოწმე რამდენად შეესაბამება ერთმანეთს მოსწავლის ნაშრომი ,შეფასების რუბრიკა და სასწავლო მიზნები და შედეგები.გავუზიარეთ ერთმანეთს ნაშრომის პრეზენტაციები და გავაკეთეთ უკუკავშირი.
მეექვსე ტრენინგდღის რეფლექსია
მიმდინარე ტრენინგ დრეს ვიმუშავე ჩემი პრეზენტაციის შესაბამის მულტიმედიურ პრეზენტაციაზე.შევქმენი საპრეზენტაციო პროგრამა,პრეზენტაციის მონახაზი,რომელიც დამეხმარება შევძლო ფოკუსირება განსახილველ კონცეპტუალურ იდეებზე და გამოვიყენო ისინი პრეზენტაციაში.იგივე სტრატეგია დამეხმარება მოსწავლეებს ყურადღება გავამახვილებიო შინაარსზე და არა ინფორმაციაზე.ვისწავლე პრეზენტაცის დიზაინის შერჩევა, სურათების ჩასმა და ვისწავლე ვებგვერდიდან გამოყენებული ფოტოებისათვის როგორ მიუთითო წყარო პრეზენტაციაში.როგორ დავიცვა საავტორო უფლება.
მეხუთე ტრენინგდღის რეფლექსია
ტრენინგის მეხუთე დღეს გავაგრძელეთ შეფასების რუბრიკაზე მუშაობა და საბოლოოდ დავამუშავეთ.განვიხილეთ მულტიმედიური პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა ,რაც ძალიან საინტერესო და გამოყენებადია ჩემთვის.სასწავლო პროცესში აუცილებლად გამოვიყენებ დღეს ნასწავლ სქემებს.
Saturday, October 17, 2015
მეოთხე ტრენინგდღის რეფლექსია
ტრენინგის მეოთხე დღეს დავიწყე მუშაობა შეფასებებზე.კერძოდ მოსწავლეთა საჭიროებების დადგენასა და წინარე ცოდნის გარკვევაზე.მოვახდინე შეფასების ეფექტური სტრატეგიების მოკვლევა,გამოვიყენე:kwl-ცხრილი,ტესტირება,T-სქემა და პროექტის კონფერენციის კითხვები.ნაწილობრივ შევავსე დროში გაწერილი შეფასების სქემა.
მესამე ტრენინგდღის რეფლექსია
ტრენინგის მესამე დღეს ვიმუშავე საგნობრივ სტანდარტზე,ჩემს მიერ არჩეულ საპროექტო თემას მივუსადაგე პროექტის შესაბამისი შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები.ვისაუბრეთ სასწავლო ამოცანებზე და დავსახე სასკოლო პროექტის მიღწევისათვის საჭირო ამოცანები.მოვახდინე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება ზოგად,თემატურ და შინაარსობრივ საკითხებზე.სატრენინგო დღემ ნაყოფიერად და დადებითად ჩაიარა.ძალიან კმაყოფილი დავრჩი,რადგან პროექტებით სწავლებაში კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი და მეტი ინტერესი გამიჩნდა ამ ტრენინგის მიმართ.
Sunday, October 11, 2015
პირველი მოდულის რეფლექსია
ტრენინგის პირველმა ორმა დღემ ნაყოფიერად ჩაიარა.პირველ დღეს გავიცანით ერთმანეთი და ტრენერმა გ.ხომასურიძემ დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა,მან აგვიხსნა თუ,როგორ შეგვიძლია პროექტებით სწავლება ეფექტურედ გამოვიყენოთ სასწავლო პროცესის დროს,როგორ შეგვიძლია დავაინტერესოთ მოსწავლეები პროექტებით სწავლებით.ამ ტრენინგის მსვლელობის დროს მივხვდი რომ პროექტებით სწავლება გამზრდის პროფესიულად და დამეხმარება ინოვაციური გეგმების დასახვაში.
Subscribe to:
Posts (Atom)