Saturday, October 17, 2015

მეოთხე ტრენინგდღის რეფლექსია

ტრენინგის მეოთხე დღეს დავიწყე მუშაობა შეფასებებზე.კერძოდ მოსწავლეთა საჭიროებების დადგენასა და წინარე ცოდნის გარკვევაზე.მოვახდინე შეფასების ეფექტური სტრატეგიების მოკვლევა,გამოვიყენე:kwl-ცხრილი,ტესტირება,T-სქემა და პროექტის კონფერენციის კითხვები.ნაწილობრივ შევავსე დროში გაწერილი შეფასების სქემა.

მესამე ტრენინგდღის რეფლექსია

ტრენინგის მესამე დღეს ვიმუშავე საგნობრივ სტანდარტზე,ჩემს მიერ არჩეულ საპროექტო თემას მივუსადაგე პროექტის შესაბამისი შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები.ვისაუბრეთ სასწავლო ამოცანებზე და დავსახე სასკოლო პროექტის მიღწევისათვის საჭირო ამოცანები.მოვახდინე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება ზოგად,თემატურ და შინაარსობრივ საკითხებზე.სატრენინგო დღემ ნაყოფიერად და დადებითად ჩაიარა.ძალიან კმაყოფილი დავრჩი,რადგან პროექტებით სწავლებაში კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი და მეტი ინტერესი გამიჩნდა ამ ტრენინგის მიმართ.

Sunday, October 11, 2015

პირველი მოდულის რეფლექსია

ტრენინგის პირველმა ორმა დღემ ნაყოფიერად ჩაიარა.პირველ დღეს გავიცანით ერთმანეთი და ტრენერმა  გ.ხომასურიძემ დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა,მან აგვიხსნა თუ,როგორ შეგვიძლია პროექტებით სწავლება ეფექტურედ გამოვიყენოთ სასწავლო  პროცესის დროს,როგორ შეგვიძლია დავაინტერესოთ მოსწავლეები პროექტებით სწავლებით.ამ ტრენინგის მსვლელობის დროს მივხვდი რომ პროექტებით სწავლება გამზრდის პროფესიულად და დამეხმარება ინოვაციური გეგმების დასახვაში.